|
2018-03-20 11:51:06, 1322 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: დეცენტრალიზაცია დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია პირობაა
დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მყარად ჩამოყალიბებული აზრი, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდეს. "დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. არამედ, არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული.მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით. დეცენტრალიზაციას ესაჭიროება, პირველ რიგში პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ამ სფეროში და მე მოხარული ვარ, რომ ეს ნება არსებობს. არსებობს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული აზრი იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და საქართველოში განხორციელდეს შესაბამისი დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა", - განაცხადა კობახიძემ. საქართველოს მთავრობა აგრძელებს თანამშრომლობას გაეროს განვითარების პროგრამასთან და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებთან რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საქმეში. ახალი ინიციატივა რომელიც დღეს განიხილეს, მხარს უჭერს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა 2018 - 2021 წლებში განხორციელდება. მისი მთლიანი ბიუჯეტი 5.5 მილიონი აშშ დოლარია. ახალი ინიციატივის წარდგენას, მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)