|
2015-05-19 10:07:46, 847 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზაზა ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია: 134 ცალი საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ცეცხლსასროლი შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული „BLOW COMPACT MOD 2002“-ის მოდელის პისტოლეტი და 1 მჭიდი, ქარხნული წესით დამზადებული „ერ-კა-გე-ზე-ე-ემ 4879“-ის ტიპის კუმულაციური ხელყუმბარა და „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)