03:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 15:53:05, 1458 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: უმკაცრესად დაისჯება, ვინც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება

„ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს გუდაურში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე სრული მობილიზაციაა გამოცხადებული.

„ამ წუთებში მაქსიმალური მობილიზაციაა გაკეთებული - მათ შორის გამოძახებულია ერთი ვერტმფრენი თბილისიდან, მეორე ვერტმფრენი გადმოდის ყაზბეგიდან. სამწუხაროდ, ყაზგების მხრიდან ცუდი საფრენი ამინდია, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ნავიგაცია პილოტს მისცემს უფლებას, დაჯდეს. სრული მობილიზაციაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის ჯანმრთელობას აწი უკვე საფრთხე აღარ დაემუქროს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საბაგირო გზა შემოწმებული  იყო დეკემბრის ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით.  „თუმცა ამას აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ შემთხვევა  მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს,  ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი-ვიცე პრემიერი გუდაურში იმყოფება, სადაც  ცოტა ხნის წინ,  სათხილამურო ტრასაზე,  ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქები დაშავდნენ. მათ ადგილზე ადგილზე დაუყონებლივ აღმოუჩინეს დახმარება, ამ წუთებში კი ორი მათგანი ჰოსპიტალიზაციისთვის ვერტმფრენით თბილისში გადმოყავთ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics