|
2018-03-15 16:12:42, 1834 ნახვა
ეკონომიკა
კომისიამ „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული მომსახურეობის სუბსიდირებისთვის შპს "მაგთიკომს" და შპს "ჯეოსელს" წერილობითი გაფრთხილება მისცა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიამ დაასრულა ბაზრის მოკვლევა და დაადგინა, რომ შპს „მაგთიკომისა" და შპს „ჯეოსელის" მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში, ორივე კომპანიას ზარალი დაუფიქსირდა. „შპს „მაგთიკომის" და შპს „ჯეოსელის" მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ახალი სატენდერო პირობების მიხედვით, 2018 წლიდან განისაზღვრა ახალი პირობები, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ,,მაგთიკომს" და შპს „ჯეოსელს" მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისთვის, კერძოდ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, ისინი ფინანსურ სანქციებს მიიღებენ. ტარიფის სუბსირიდების მოკვლევას, საკითხის შესწავლის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომიდან" და შპს „ჯეოსელიდან" გამოითხოვა კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურეობიდან მიღებულ შემოსავლებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებებით „შპს „ჯეოსელს" და შპს „მაგთიკომს" დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)