15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 18:14:17, 1575 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის განვითარების ფონდში შეხვედრა გამართა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის  თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს, იუსუფ ალ ბასამს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, თანამშრომლობის საკითხებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების გამო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics