|
2018-03-13 20:04:20, 1950 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა კონგრესში ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა კონგრესში და კონგრესმენ ჯერალდ კონოლს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისას და მიღებისას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება, მხარდამჭერი ტერმინოლოგიის და განცხადებების მობილიზება, - ეს მხარდაჭერა გულისხმობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ოკუპაციის, ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)