|
2018-03-13 12:20:57, 2170 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: მზაობა არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი ჟენევის დისკუსიების მომდევნო შეხვედრას დაესწრება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, მინისტრის განმარტებით, პრემიერი ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. "ჩვენი ამოცანაა, ერთის მხრივ რუსეთთან მიმართებაში, რომელიც არის ჩვენი კონფლიქტის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ჟენევის ფორმატში მასთან პროგრესს მივაღწიოთ, ხოლო მეორეს მხრივ, გვქონდეს შესაძლებლობა, განვავითაროთ აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებასთან დიალოგი, რომელიც ნდობის მშენებლობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. იყო საუბარი მზაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილი მომდევნო შეხვედრას დაესწრება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და მზაობა მეორე მხრიდან და ასევე მომზადებაც. ჩვენი მხრიდან ვადასტურებთ მზაობას, რომ ჟენევის ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, ეს ფორმატი გახდეს უფრო კონსტრუქციული და მის შედეგად კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით პროგრესი იყოს მიღწეული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)