01:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 15:47:57, 1686 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: პრემიერის შეცდომის გამოსასწორებლად „ქართული ოცნება“ ახალ, კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე მიდის

 „პრემიერმა სამი დღის წინ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა თავისი მიმართვით და დღეს იმ შეცდომის გამოსასწორებლად “ქართული ოცნება” მიდის ახალ და კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე“,-ასე ეხმაურება  „ევროპული საქართველოს“  ლიდერი დავით ბაქრაძე ჟენევის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის განცხადებებს.

მისივე შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ფორმატის გადასინჯვაზე საუბარი თემის გადაფარვის მცდელობაა და ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს:

,,უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნას, რომლითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება რომ საერთოდ გააქროს ჟენევის ფორმატი და სხვათაშორის ამ მიზნით გამოიყენოს კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც. ამიტომ ასე მოუმზადებლად, ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორობის გზის გარეშე ასე უბრალოდ იმისთვის, რომ გამოასწორო წინა წერილის შეცდომა, გადაფარო და რაღაც ახალი თქვა ვითომ კარგია.

ჟენევის ფორმატთან თამაში მიმაჩნია უაღრესად საშიშად და საზიანოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“,-აღნიშნა ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics