03:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-10 12:54:31, 3083 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი მზადაა, რუსეთის საქმეზე ჩვენება მისცეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარვის საქმის ფარგლებში სპეციალური პროკურორის კითხვებს უპასუხოს, - ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპი გამოძიების დროულად დასრულებასაც მოითხოვს.

მედიის წყაროს ცნობით,  ტრამპი კითხვებზე პასუხების გაცემაზე იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გამოძიება იმ ეპიზოდზე მაინც მალე დასრულდება, რომელიც უშუალოდ მას ეხება.

პრეზიდენტის იურისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის იმასაც, რომ მიულერს 60-დღიანი დედლაინი დაუდგინონ მას შემდეგ, რაც გასაუბრება შედგება.

გამოცემა წერს, რომ ადვოკატებს კითხვების თემატიკის გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმაც სურთ. ისინი ვარაუდობენ, რომ მიულერი ტრამპს FBI-ის ხელმძღვანელის პოსტიდან ჯეიმს კომის გათავისუფლების და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის მაიკლ ფინის დათხოვნის შესახებაც ჰკითხავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics