|
2018-03-09 20:58:54, 2147 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი: ეს გახლავთ სახელმწიფო ღალატი ჩადენილი პრემიერ-მინისტრის მიერ და დეფაქტო სეპარატისტული რეჟიმების აღიარება
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის განცხადებას, რომლითაც ის რუსეთის ხელისუფლებას მძიმე ვითარების დასაძლევად, ერთობლივი დიალოგისკენ მოუწოდებს, სახელმწიფო ღალატი უწოდა. შალვა ნათელაშვილის თქმით, პრემიერის განცხადება , ქვეყნის უსიტყვო კაპიტულაციაა. „მაშინ, როდესაც ოკუპანტები ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარსაც კი არ გვიბრუნებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს კრემლში შედგენილ და ივანიშვილის მიერ რედაქტირებულ მიმართვას ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკების დაწყებაზე, რაც პირდაპირი და უსიტყვო კაპიტულაციაა 18 მარტს პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქულების ჩასაწერად. იურიდიულად, ეს გახლავთ სახელმწიფო ღალატი ჩადენილი პრემიერ-მინისტრის მიერ და დეფაქტო სეპარატისტული რეჟიმების აღიარება“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, პრემეირმა დღეს რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ რთული ვითარების დასაძლევად, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერის ამ ნაბიჯით, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ საქართველო ახდნეს კაპიტულაციას მის წინაშე, და რომ ხელისუფლება ბრძოლას არ აპირებს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)