01:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 15:24:08, 1742 ნახვა

კომენტარი
ავრამოპულოსი: საქართველო ცდილობს, არალეგალურ მიგრაციას კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს

საქართველო ცდილობს, არალეგალურ მიგრაციას კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს, - ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რისკების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, საინფორმაციო კანპანიების განვითარება. ავრამოპულოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაზოგავს.

„ჩვენ ინფორმიებულები ვართ ამ თემის შესახებ.  ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი წუხილი საქართელოს ხელისუფლებას.  მე პირადად მაქვს კონტაქტი საქართველოს  ხელისუფლებასთან , რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ჩვენთან ითანამშრომლოს და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს  საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ.  მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც ეს იყო სხვა მსგავს შემთხვევებში.  არალეგალური მიგრაციების თავიდან ასაცილებლად  ერთად გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი უფლებები. თუმცა ამასთანავე არსებობს ვალდებულებები.  ეს ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. რისკების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საინფორმაციო კანპანიების განვითარება.  დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“,- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics