|
2018-03-09 10:28:33, 2068 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის ორგანიზებით, გაიმართა ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყანაში მმართველობითი რეფორმის განხორციელებისთვის. ღონისძიება გახსნეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კარგი მმართველობის ფონდის ექსპერტმა, ლიამ ფიცპატრიკმა და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა. „აღნიშნული რეფორმის განხორციელება, პირდაპირ უკავშირდება პროგრამული ბიუჯეტის შემდგომ სრულყოფას, საბოლოო ჯამში, ქვეყნის როგორც ფინანსური, ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას. ვფიქრობთ, აღნიშნულ სახელმძღვანელოში გაწერილი პრაქტიკული ღონისძიებების მიხედვით, თითოეული საჯარო უწყება შეძლებს ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. „დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მენეჯმენტის ახალი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელსაც მაქსიმალურად ლობირებს ევროპის საბჭო. ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა, გულისხმობს ეფექტიან მართვას და ხარჯების ეფექტურად გამოყენებას," - აღნიშნა ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის გიული ჭკუასელის განცხადებით, ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელო გზამკვლევთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრმა კარგი მმართველობის ფონდის (GGF) დახმარებით შეიმუშავა. "ესაა რეალური ინსტრუმენტი დაწესებულებებისთვის, რათა მათ ჩამოაყალიბონ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა. გზამკვლევი გააუმჯობესებს შიდა კონტროლის სისტემებს და მიიყვანს იმ სტანდარტებამდე, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს საჯარო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას", - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, გიული ჭკუასელმა. საჯარო დისკუსიის ფარგლებში, საჯარო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: დაწესებულებებში ეფექტიანი კონტროლის სისტემის ფუნქციონირება, არსებული რისკების გამოვლენა, უწყების წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, მონიტორინგის საკითხები.
(NS)
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)