|
2018-03-07 10:25:43, 1869 ნახვა
პოლიტიკა
„ის ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია“ - პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო უწყებები ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან
პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან. პოლონეთის საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გაურკვეველ გარემოებაშია გარდაცვლილი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია. პოლონეთი მოითხოვს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ობიექტურ და დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. პოლონეთი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ მეშვეობით განცხადება გაავრცელა ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ჩეხეთის საგარეო უწყება ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჩეხეთი გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და მოითხოვს ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების დაშვებას.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)