23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:28:00, 1520 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შეჩერების საკითხი არცერთი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანის მხრიდან არ განიხილება.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრევენციულ ზომებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი, მზად არის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

„რამდენადაც ვიცი, შეჩერების საკითხი არ განიხილება არცერთი ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები და ეს მუშაობა უკვე დაწყებულია. პარლამენტი მზად არის, თავის მხრივ, თუ საჭირო გახდება, მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემების და გართულებების პრევენცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის როგორც პრივილეგია, ასევე, ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ ჩვენ, ხელისუფლებამ და ასევე, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics