23:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:14:33, 1537 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა არასწორია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება გონივრულ ვადებში მოხდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტულ თარიღებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მისი განმარტებით, ეს დამატებით მოლოდინებს შექმნის.

"არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვმუშაობთ. ჩართულია სახელმწიფოს ყველა ორგანო. რა თქმა უნდა დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ტრაგიკული პრობლემა გონივრულ ვადებში გადაწყდება. კონკრეტულ დღეზე და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტული მოქალაქეების, კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე ვსაუბრობთ. დამატებითი მოლოდინების შექმნა არასწორია. ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ ვადებში. ტატუნაშვილის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა, გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ყველაფერზე. ასევე, ჯერ უნდა ვიფიქროთ დაკავებულ მოქალაქეებზეც",-განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება დაკავებულ მოქალაქეებს, მინისტრის თქმით, ხელისუფლება ძალებს არ იშურებს, რათა მათი გათავისუფლება მოხდეს.

"იგივე ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსაყვანად",-დასძინა გახარიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics