23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 10:52:40, 1461 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი თავიდან ავიცილოთ

მთავრობას დღევანდელ სხდომაზე გვარის თაობაზე ცვლილებები დასამტკიცებლად წარედგინა.

კანონპროექტით, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები მკაცრდება.

ცვლილებები არ გულისხმობს   გვარის შეცვლის საერთოდ აკრძალვას, არამედ, როგორც ცვლილების ინიციატორები  ამბობენ,  მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა, ზომიერად მკაცრი პოლიტიკით იცვლება.

გვარის შეცვლის წესის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევის გახშირებულ ფაქტებს  უკავშირდება.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ  ყვერლაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩწერების რისკი თავიდან აიცილოს:

დღეს გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომპლექსური გეგმა, ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომლიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს. სამწუხაროდ, ეს გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც რამდენჯერმე სხვადახვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics