|
2018-03-05 17:54:24, 1631 ნახვა
პოლიტიკა
ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა. ერთი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთნის, ხოლო უმცირესობის მიერ არის მომზადებული. მმართველი გუნდი რეზოლუციით არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ოპოზიციის რეზოლუციას, დოკუმენტით ისინი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას და მათი სანქცირებას ითხოვენ. რეზოლუციის პროექტებს 7 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)