23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 13:48:38, 1311 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას სრული კონსოლიდაცია დასჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მათ გადაეცეთ  მეტი უფლებები და ჰქონდეთ ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი.

მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის პროცესში სამოქალაქო  ჩართულობის უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. თალაკვაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას სრული კონსოლიდაცია  დასჭირდება. ამასთან, დეპუტატის მტკიცებით, რეფორმას  მმართველ გუნდში სრული მხარდაჭერა აქვს:

„თვითმმართველობის რეფორმა ჩვენი გუნდისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ის, რომ თვითმართველობებს, რეგიონებს უნდა გადაეცეთ  მეტი უფლებები, მეტი დაფინანსება  და ჰქონდეთ უფრო ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი, ვფიქრობთ, რეგიონების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამაზე მუშაობს პარლამენტი და მთავრობა ერთად. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განხორციელდება ეს რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის რეფორმის პროცესში სამოქალაქო  ჩართულობის უზრუნველყოფა, ვინაიდან  თითოეული მოქალაქის ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში  ბევრად ზრდის გარანტიას იმისას, რომ  გადაწყვეტილებები იქნება სწორად მიღებული და  იქნება მიღებული  ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი, თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას დასჭირდება სრული კონსოლიდაცია, ამიტომაც ამ საკითხში მთავრობა და პარლამენტი გამოვიდა დღეს ერთიანი პოზიციით და ჩვენს გუნდში თვითმმართველობის რეფორმას აქვს სრული მხარდაჭერა“,-განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვის წარდგენა მოხდა.

ახალი კონცეფცია მეტ შესაძლებლობებს  ანიჭებს ადგილობრივ  ხელისუფლებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში.

2025 წლისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის  7-8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცემა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics