|
2018-03-03 11:23:38, 2360 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს სპიკერი: ვლადიმერ პუტინის მხრიდან ჩვენი მოკავშირეების მისამართით მუქარები მიუღებელია
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მისამართით მუქარები მიუღებელია, - ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა სპიკერმა ოანა ლუგანსკუმ განაცხადა. ინფორმაციას Meduza ავრცელებს. როგორც ლუგანსკუმ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის განცხადებები კონტრპროდუქტიულია და დაძაბულობის შემცირებას ხელს არ უწყობს. "უკრაინასა და ბარენცის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე რუსული აგრესიისა და სამხედრო ძალების გაძლიერებას, ნატო შემაკავებელი დიალოგით პასუხობს. ბევრჯერ ვთქვით, რომ ბირთვული იარაღი, რომელიც ნატო-ს აქვს არ გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ, ის ალიანსის დაცვისთვის არის საჭირო. ჩვენ არ გვიჭრდება ახალი ცივი ომი ან უკეთეს იარაღზე რბოლა", - განაცხადა ლუგანსკუმ. ცნობისთვის, პირველ მარტს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ბირთვული ენერგეტიკული მოწყობილობის მქონე ახალი რაკეტა შეიქმნა. პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი იარაღი ნატო-ს გაფართოებას აზრს უკარგავს.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)