|
2018-03-02 16:35:25, 2760 ნახვა
პოლიტიკა
იაპონიის საელჩო ტატუნაშვილზე: ვიმედოვნებთ, ეს საქმე გულდასმით იქნება გამოძიებული და მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდება
საქართველოში იაპონიის საელჩო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს: "იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. იაპონია არის ღრმად დამწუხრებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 თებერვალს დააკავეს და გარდაიცვალა მეორე დღეს ცხინვალში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საქმე გულდასმით იქნება გამოძიებული და მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდება და ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაკავებული პირებიც მალე დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)