05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:04:02, 650 ნახვა

რეგიონი
სერგეენკო იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს  შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის  გუბერნატორს და ქალაქების მერებს შეხვდა. 

შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და 
ინფექციური დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 
მიმდინარეობა და სიახლეები  განიხილეს. 

ქუთაისში გამართულ  შეხვედრაზე  მინისტრმა  საზოგადოებას პირველად  წარუდგინა   
ეგრეთ წოდებული „მოქალაქის პორტალი“– citizen.moh.gov.ge, რომლის  
მეშვეობითაც  ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ამომწურავი 
ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის შესახებ.  

პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ მოქალაქე იგებს რა სახის პაკეტით 
სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,  კონკრეტული საჭიროების დროს 
როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს 
სასურველ მომსახურებას და სხვა. 

ანალოგიურ შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრი აჭარასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის 
მხარეშიც მართავს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics