22:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:00:19, 2266 ნახვა

კომენტარი
კუპრავა - სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი მზადაა, სუს-ს ფილიპ ხაჩიროვის დაკავებაში დაეხმაროს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, მას ციხიდან სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.

როგორც კუპრავამ განმარტა, მსჯავრდებული მზად არის, არჩილ ტატუნაშვილის შესაძლო მკვლელებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღეროს.

„ის ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ტატუნაშვილის მკვლელ ხაჩიროვთან დაკავშირებით. მას გააჩნია ინფორმაცია ხაჩიროვის კონტაქტებთან და პირადად ხაჩიროვთან დაკავშირებით. მსჯავრდებული მზად არის, ციხიდანვე დაეხმაროს საქართველოს უშიშროების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და დაეხმაროს რაც ყველაზე მთავარია, ხაჩიროვის ევაკუაციაში - მისი ქართული მართლმსაჯულებისთვის წარდგენის მიზნით", - განაცხადა კუპრავამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვლაბის საქმეში მთავარი ფიგურანტი ახალგორის დე-ფაქტო გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics