|
2018-03-01 18:05:20, 1853 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან. საკითხი დიმიტრი ხუნდაძემ გამოიტანა და კანონპროექტის მიღების გარემოებებსა და ზოგად პრინციპებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება წარმოადგენს. კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ინიციატივებს სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. პაკეტი კომუნალურ გადასახადებში დახმარებასაც ითვალისწინებს. მრავალშვილიანი მშობლის არსებული სტატუსი, რომელიც 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდათ, 2006 წელსგაუქმდა, ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ. საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს დღეებში პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)