|
2018-03-01 16:58:56, 2451 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: არ ვაპირებთ ვინმესთვის რამის წართმევას, ჩვენ ისედაც ყველაფერი გვაქვს
„ჩვენს გეგმაში არ შედის, რომ ვინმეს წინააღმდეგ გამოვცადოთ სამხედრო პოტენციალი. არ ვაპირებთ ვინმესთვის რამის წართმევას, რადგან ისედაც ყველაფერი გვაქვს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ სხდომაზე განაცხადა. მან რუსეთის ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, განათლების სისტემაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ისაუბრა. პუტინმა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რუსეთის მთავარი მტერი ჩამორჩენაა. „საქმე ის კი არ არის, რომ ვიღაცა მოვა, ჩვენს მიწებს მიიტაცებს და ააოხრებს. ჩვენი მთავარი საფრთხე და მტერი ჩამორჩენაა. თუ ჩვენ ამ სიტუაციას ვერ გავუმკლავდებით, ის უფრო გამძაფრდება. ეს რთული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნელ-ნელა ორგანიზმს ანადგურებს“, - განაცხადა პუტინმა. გარდა ამისა, მან რუსეთში სიღარიბის მზარდი სტატისტიკის მიზეზად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები დაასახელა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა. რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში პირობა დადო, რომ უახლოეს 6 წელიწადში ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ცნობისთვის, რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში პრეზიდენტობის რვა კანდიდატი მონაწილეობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)