|
2018-03-01 14:33:04, 1603 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დატოვეს
"ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა დატოვეს. "ევროპული საქართელო" ითხოვდა, რომ დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში ჩასულიყვნენ და დღის ბოლომდე კომიტეტს ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე განცხადა მიეღოთ. "კონკრეტული ინიციატივა მინდა შემოგთავაზოთ. პირველი - რომ კომიტეტმა დღის ბოლომდე შეიმუშავოს განცხადება ბორჯომში განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ. კოლეგებს ვთხოვ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მეორე - ჩვენ, დეპუტატები, ვისაც გვაღელვებს თვითმმართველობის საკითხი ქვეყანაში, ჩავიდეთ ბორჯომში, გავესაუბროთ საკრებულოს წევრებს და შევისწავლოთ სიტუაცია", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძემ. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის წევრები თინა ბოკუჩავა და ნიკა მელია, ითხოვდნენ კომიტეტისგან თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ. სხდომაზე შექმნილი სიტუაცია, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბორჯომში ჩასვლის სიტუაციის დეესკალაცია მოახდინეს. "ჩემთვის ღირებული იქნებოდა თქვენი ჩართულობა, როგორც პარლამენტის წევრების, მაგრამ თქვენ ჩახვედით ბორჯომში და მოახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, ახლა კი, საკითხს აყენებთ კომიტეტზე", - დასძინა გაბუნიამ.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)