04:33 - 29 Jun, 2026
|
2015-05-17 01:29:38, 747 ნახვა
სამართალი
რუსთავში 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ყელი გამოჭრა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე #14 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 23 წლის გოგო, ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. მოკლული გოგონა მისმა მეგობარმა ბინაში აღმოაჩინა. მეზობლების თქმით, ბინა სადაც გარდაცვლილი გოგო ნახეს, 30-წლამდე მამაკაცს ქონდა ნაქირავები. მათივე ინფორმაციით, ბინაში მოკლული სკოლის მეგობარებთან ერთად იმყოფებოდა. ახლობლები მედიასთან აზუსტებენ, რომ შეყვარებული წყვილი წაკამათდა, რის შემდეგაც მამაკაცმა გოგონას ყელი გამოჭრა. გოგონა მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამასთან მიმდინარეობს ღონისძებები ეჭვმიტანილის დასაკავებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)