|
2018-02-27 01:29:00, 2595 ნახვა
პოლიტიკა
PACE: მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთს, გაასამართლონ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. თანამომხსენებლებმა მომხდარი ფაქტი დაგმეს: „ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, როგორც დე-ფაქტო მმართველ ძალას, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება განახორციელონ და პასუხისმგებელი პირები გაასამართლონ. ამასთან, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა. მათ ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მხარდაჭერა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)