|
2018-02-26 17:16:47, 2136 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო ტატუნაშვილზე: ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას
შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქის ბატონი არჩილ ტატუნაშვილის სამხრეთ ოსეთში დაკავების პერიოდში გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომელიც საქართველოში არსებული კონფლიქტებითაა გამოწვეული. "მოლოდინი გვაქვს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულ, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას მისი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ასევე, უზრუნველყოფს ბატონ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყონებლივ დაბრუნებას. ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს და ადამიანურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საქართველოში არსებული კონფლიქტებით და კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რომლებიც მიმართული იქნება მეტი გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენისკენ. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)