|
2018-02-24 16:18:16, 2519 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ეკონომიკური საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას, ადგილობრივი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების პოპულარიზაციას და სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტის ეფექტურ ათვისებას. „ჩვენი მიზანია, რომ ბენეფიციარებმა მიიღონ ახალი ინფორმაციები, ასევე მიიღონ დამატებითი სერვისები, რომელსაც ქართული საკონსულტაციები კომპანიები სთავაზობენ. ასევე საკონსულტაციო კომპანიებისთვის მოხდება ბაზრის გაფართოება“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და სურვილის შემთხვევაში, ესარგებლათ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ღონისძიება, რომელსაც 39 ბიზნეს საკონსულტაციო და 55 ბენეფიციარი კომპანია ესწრებოდა, ადგილობრივ სერვის პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ თავიანთი მომსახურების პოპულარიაზაცია და განახორციელონ კომერციული გარიგებები. „ჩვენი ბენეფიციარებისთვის გვაქვს ტექნიკური დახმარების პაკეტი 10 000 ლარამდე. როდესაც კომპანია ისარგებლებს ფინანსური მხარდაჭერით, მას შეუძლია ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის, ლიცენზირების ან სერტიფიკატების მიღების მიზნით, ჩამოიყვანოს უცხოელი ექსპერტი ან ადგილობრივი ექსპერტი აიყვანოს და გაიუმჯობესოს თავისი ბიზნესპროცესები. 80%-მდეა თანადაფინანსების პაკეტი 10 000 ლარის ფარგლებში და 20 პროცენტი არის თანადაფინანსება ბენეფიციარი კომპანიის მიერ. დღევანდელი ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ კომპანიებს - გამოიყენონ ჩვენი ტექნიკური დახმარების პაკეტი“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქვლივიძემ. შეგახსენებთ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან ახორციელებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომლის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შეუძლიათ განახორციელონ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, რომელსაც დააფინანსებს სააგენტო 10 000 ლარის ოდენობით ბენეფიციარის მხრიდან მინიმუმ 20% თანამონაწილეობის შემთხვევაში. საკონსულტაციო ტიპის მომსახურების მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს, საკონსულტაციო მომსახურების მოთხოვნის შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა მოიცავდეს: არსებული სიტუაციის ანალიზს და საჭიროების დეტალურ აღწერას განსახორციელებელი საკონსულტაციო მომსახურების დეტალური აღწერას მოსალოდნელი შედეგების და შეფასების ინდიკატორების აღწერას მომსახურების განხორციელების ვადებს
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)