03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:08:22, 963 ნახვა

რეგიონი
„გახსოვდეს შენი ისტორია“ - 1921 წლის მოვლენებთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო

„გახსოვდეს შენი ისტორია“ - ამ სახელწოდებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 1921 წლის მოვლენებთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.

დღეს, კვირეულის ფარგლებში იუნკერების საფლავთან რეპრესირებული ქართველების გასახსენებლად ფოტოგამოფენა მოეწყო.

იუნკერების საფლავი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკო. კვირეულის ფარგლებში ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდებს გასაბჭოების ტრაგიკული მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მუზეუმში დროებითი გამოფენაც მოეწყო.

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. იუნკერების მემორიალთან აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით ფოტოების გამოფენა მოეწყო და წაკითხული იყო რესპრესირებული მწერლების ლექსები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics