|
2018-02-23 19:03:37, 2731 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტი წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა. ,,ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედიც ძალიან გვაღელვებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა - სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს “, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)