20:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:59:25, 1275 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი მუხთარლიზე: ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამ კომისიის დასათაურება მაეჭვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის განცხადებით, იზიარებს დამოკიდებულებას, რომ  ადამიანის უფლებები არ უნდა იზღუდებოდეს და ყველა ვითარებაში დაცული უნდა იყოს. თუმცა, მაჭავარიანისთვის მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დასათაურება მტკიცებით ფორმაში.

კერძოდ, მაჭავარიანი არ ეთანხმება ასეთ ფორმულირებას: შეიქმნას აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია.

მაჭავარიანისთვის გაუგებარია, თუკი ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის ცნობილია, საგამოძიებო კომისია რაღატომ უნდა შეიქმნას:

 „მე ვიზიარებ იმ დამოკიდებულებას, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში არ უნდა იზღუდებოდეს და ადამიანის უფლებები ყველგან, ყველა ვითარებაში უნდა იყოს დაცული,  მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი დამნაშავეა, პოლიტიკოსია, რაც არ უნდა იყოს, ადამიანის უფლებები არის უზენაესი და ხელშეუხებელი. მაგრამ მაეჭვებს ამ კომისიის დასათაურება. პირდაპირ წერია, რომ აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი...ეს ყველაფერი გვცოდნია და რისთვის იქმნება ეს კომისია ვერ გავიგე. ბოდიშს ვიხდი, სათაურშივე არის თქვენი გადაწყვეტილება ამ კომისიაზე და ამიტომ ცოტა დამაეჭვა ამ გარემოებამ. ასე ქვია კომისიას, რომელმაც ეს სიტუაცია უნდა გამოიძიოს, ცოტა უხერხული მეჩვენება ასეთი დამოკიდებულება ამ კომისიის გამოტანის, იმაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ერთად უნდა ვისმჯელოთ, გეთანხმებით“,-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics