|
2018-02-22 19:58:36, 2350 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ვროცლავის ხელმძღვანელობას შეხვდა
აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონების ტურისტულ პოტენციალს. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვროცლავიდან ქუთაისის მიმართულებით ახალი ავიარეისის დანიშვნა გაზრდის ტურისტულ ნაკადსორ ქალაქს შორის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი მეგობრული რეგიონის დამეგობრებას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ვროცლავის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე ორივერეგიონისთვის, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ცნობადობის ამაღლება და ბიზნეს და საქმიანი წრეების კიდევ უფრო დაახლოვება. საუბარი შეეხო ბათუმისა და ვროცლავის ტურისტულ პოტენციალს. „ბათუმი მზადაა უმასპინძლოს ტურისტებს, ვიზიტორებსა თუ ბიზნესმენებს ვროცლავიდან და გააცნოს მათ ჩვენი კულტურა, ისტორია და შესაძლებლობები, მათ შორის საინვესტიციო და ბიზნესმიმართულებით," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ქვემო სილეზიისმარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე, გაიმართება ქვემო სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაციასაერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება. (NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)