02:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 13:54:13, 1152 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

შუახევი მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ფრიდონ ფუტკარაძემ ა(ა)იპ სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებთან გამართა.

შეხვედრის მიზანი ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, სამომავლო გეგმების და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განხილვა იყო.

ა(ა) იპ სოციალური ცენტრის სერვისების ძირითადი ფუნქციებია: შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამბულატორიების ექიმებისა და სამედიცინო პუნქტის მედდების მუშაობის მონიტორინგი; საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურება და მათი მუშაობის ხელშეწყობა; მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები; სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სოციალური ხასიათის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება.

ა(ა) იპ სოციალური ცენტრის სერვისების ცენტრის ადმინისტრაციაში 5 თანამშრომელი, 46 თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი და 8 მძღოლია დასაქმებული.

ფრიდონ ფუტკარაძემ ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს და სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას და სამომავლოდ მხარდაჭერას დაპირდა.

შეხვედრა მერს მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძეც ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics