|
2018-02-21 00:47:24, 2487 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვსა და უკრაინის სახალხო დეპუტატს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და უკრაინელმა სტუმრებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განიხილეს მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ. (NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)