02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 10:33:45, 798 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის კონსულს მაქბულე ქოჩაქს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაქთან შეხვედრა გამართა და მას აჭარაში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.

შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მხარის ხელშეწყობით 2012 წლიდან აჭარაში აშენდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ასევე, ინვენტარით აღიჭურვა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. კეთილმოეწყო და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსი, რომელშიც სამედიცინო საქმიანობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

მაქბულე ქოჩაკმა აჭარაში დიპლომატიური საქმიანობა 2018 წლის იანვარში დაიწყო, ზაალ მიქელაძემ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics