|
2018-02-19 17:40:41, 1854 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე - ოპოზიციის ნაწილი სიხარულით აუწყებდა ევროპარლამენტს, რომ საქართველოში კრიმინალი იყო
„ის ძალები, რომლებიც თავს დებენ, თითქოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აინტერესებთ, სიხარულით აუწყებდნენ ევროპარლამენტარებს და დანარჩენებს, რომ საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას იმიტომ, რომ საქართველოში კრიმინალი და ეკონომიკური სიდუხჭირე იყო“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვას. სამადაშვილის განცხადებით, ერთადერთი რამ, რის ექსპორტსაც მთავრობა ევროპაში ეწევა, კრიმინალია. მან მინისტრს ჰკითხა - ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებთან მსგავსი დამოკიდებულება ხომ არ აზიანებს ევროპულ მომავალს და უქმნის საფრთხეს ვიზალიბერალზიაციას. ჯანელიძის თქმით, ევროპული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხში ყველა მხარე უნდა გაერთიანდეს: „პოლიტიკური ძალებიც, მითუმეტეს ის ძალები, რომლებიც თავს დებენ, თითქოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციულები და მხარდამჭერები საქართველოს მთავრობის, რადგანაც ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე ისინი სიხარულით აუწყებდნენ ევროპარლამენტარებს და დანარჩენებს, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო და ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას იმიტომ, რომ საქართველოში კრიმინალი და ეკონომიკური სიდუხჭირე იყო და ამას საჯარო ეთერში საუბრობდნენ. მემგონი, თქვენც იყავით, ქალბატონო სალომე, რომელიც ამას საუბრობდით საჯაროდ ტელევიზიაში, ახლაც იგივე კითხვებს სვამთ, რომ საქართველოში ისეთი კრიმინალია, ისეთი გაჭირვებაა, რომ ამან შეიძლება შეჩერება გამოიწვიოს. ევროპული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სალომე სამადაშვილის საპასუხოდ.
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)