18:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 14:34:08, 1988 ნახვა

კომენტარი
მუსტაფა ჩაბუქი: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილმა მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ჩაბუქმა აღნიშნა, ის არის განათლებაზე შეყვარებული მასწავლებელი და ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგი იყო.

მისი თქმით, საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს იმ პრინციპით, რომ ბავშვებში სიყვარული, მშვიდობა და მეგობრობა ჩანერგოს.

ამასთან, ჩაბუქის განცხადებით, მისი პროექტები და ზოგადად მოღვაწეობა საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად განათლების სამინისტროს მხრიდან დადებითად ფასდებოდა.

„ყოველთვის ჩემი პროექტები და მოღვაწეობა დადებითად ფასდებოდა მთავრობისგან, განათლების სამინისტროსგან. ლეგალურად თუ არალეგალურად, მე ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერც ერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, - განაცხადა ჩაბუქმა.

ჩაბუქმა  ყველა იმ ადამინს, რომელიც მას მხარს უჭერდა, მადლობა გადაუხდა. მანვე აღნიშნა, რომ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ისაუბრებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics