02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 10:30:45, 955 ნახვა

რეგიონი
ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში სატყეო საქმის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა დაინერგა

ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში “ოპიზარი” სატყეო საქმის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა დაინერგა. 

სატყეო სექტორის სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მიადგილე ნათია იორდანიშვილი შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, 2017 წლიდან განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კოლეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია სატყეო საქმის ეფექტური სწავლებისთვის. კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად დარგვის აქციაც გაიმართა.

ღონისძიებას  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება “GIZ”-ს სატყეო ექსპერტი ერიხ მიისი და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics