|
2018-02-19 10:19:25, 2261 ნახვა
პოლიტიკა
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობა იმსჯელებს
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან და პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მედია ორგანიზაციების წარმოამდგებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ კანონთან დაკავშირებით განხილვა საპარლამენტო უმრავლესობაში გაგრძელდებოდა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ კრიტიკას, რომელიც კანონპროექტის მიმართ გაჟღერდა, არ იზიარებს. „იმ სახით კრიტიკა, რომელიც მომართული იყო ამ კანონპროექტის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარებ, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა კანონპროექტთან, კონკრეტულად, ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს თანხების, საბიუჯეტო რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად მიმართვას“,- განაცხადა კობახიზემ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)