|
2018-02-17 18:41:06, 2521 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. თურქულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)