|
2018-02-17 16:09:29, 2432 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სწორი აღქმა იმ საფრთხეების შესახებ, რაც შენგენის ზონაში არალეგალურ ქმედებებს უკავშირდება
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და თავშესაფრის მოთხოვნის პირობების დარღვევის პრევენციისთვის, მთავრობას კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ქმედებების ნაწილია მასშტაბური და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი აღქმა მოკლევადიანი ვიზიტების პირობებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მათი მხრიდან არალეგალურ ვიზიტებს და თავშესაფრის უკანონო მოთხოვნებს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილა ქ. მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროსაც. „დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა დაეხმაროს სახელმწიფოს მოქალაქეების სწორ ინფორმირებაში და ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარებაში, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელსაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა, უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა“, - აღნიშნა ჯანელიძემ. მინისტრის განცხადებით, დიასპორასთან შეხვედრისას განხილულ იქნა ასევე ერთობლივი კამპანიების წარმოების შესაძლებლობა, რაც მოემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენას. "ვისაუბრეთ ერთობლივ კამპანიებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს პოზიტიური იმიჯი იქნას წარმოჩენილი. გერმანიაში ჩვენ გვაქვს ამის კარგი შესაძლებლობა წელს, რადგანაც ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მოგეხსენებათ, რომ წელს ასევე პირველად ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება - პოლიტიკა და ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ გერმანული საზოგადოების წინაშე პოზიტიური კუთხით და რა თქმა უნდა აქაც გავაჩინოთ მეტი პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მიმართ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)