|
2018-02-17 10:32:44, 1713 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან. პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)