|
2018-02-16 20:19:06, 1899 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: დღეს მე ვიდექი ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი ლიტველი ხალხის გვერდით
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში მონაწილეობას მნიშვნელოვანს უწოდებს მისი თქმით, ქართველი ხალხის სახელით დღეს, ლიტველი ხალხის სიხარული გაიზიარა და მათი მხარდაჭერა გამოხატა. "ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ - ლიტველ ხალხთან ერთად და ვყოფილიყავი ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და ქვეყნის მხარდამჭერთან - დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად იმ მომენტში, როდესაც ის ზეიმობდა რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს. აგრეთვე, ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა დაგვემყარებინა კონტაქტები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია სჭირდება, როგორიცაა ისლანდია, ფინეთი და დაგვეგეგმა შემდგომი თანამშრომლობა. ასეთი ფორუმები ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას შეხვდე ძველ მეგობრებს, მაგალითად დონალდ ტუსკს, შტაინმაიერს, იუნკერს, დუდას - ჩვენს მხარდამჭერ პოლონეთის პრეზიდენტს, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვავითაროთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს და რეგიონის საკეთილდღეოდ, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)