00:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 15:24:33, 829 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ანსამბლ „შუახევი“-ს წევრებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს და ანსამბლ "შუახევის“ წევრებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა ანსამბლ "შუახევის“ წევრებს მუნიციპალიტეტის და აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ანსამბლი გამოირჩევა საშემსრულებლო ოსტატობის მაღალი ხარისხით, წარმატებით მონაწილეობს საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებში, კონცერტებსა და პროექტებში, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივად, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრაზე ანსამბლის წევრებმა ფრიდონ ფუტკარაძეს დაგეგმილი და მიმდინარე რეპერტუარი გააცნეს. ისაუბრეს კულტურის პროექტებში ანსამბლის აქტიურად მონაწილეობის და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

მუნიციპალიტეტის მერი ანსამბლის წევრებს თანადგომას და სამომავლო განვითარებისთვის მხარდაჭერას დაპირდა.

ფრიდონ ფუტკარაძე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს კულტურის ცენტრთან არსებულ ყველა ანსამბლებთან მართავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics