|
2018-02-08 14:17:12, 2467 ნახვა
მსოფლიო
აფგან მუხთარლი ორი დღით ციხიდან გაათავისუფლეს
თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ციხიდან 2 დღით გაათავისუფლეს, - ამის შესახებ MeydanTv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მუხთარლი მისი დისა და დის შვილების ორმოცზე გაუშვეს. ცნობისთვის, ჟურნალისტის და და ორი დიშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ისინი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალი 3 მუხლით ედებოდა: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. როგორც ამბობენ, არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. თავად მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს. ბალაკნის სასამართლომ თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)