14:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 15:33:22, 1599 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: საზმაუს სამეურვეო საბჭო სრულიად დეგრადირებული ორგანიზაციაა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭო არის სრულიად დეგრადირებული ორგანიზაცია, რომელსაც არ შესწევს უნარი საკუთარი ფუნქცია შეასრულოს“,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გოცირიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესი მოშლილია, რაც კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო არის სრულიად დეგრადირებული ოგანიზაცია.  მას არ შესწევს უნარი შეასრულოს საკუთარი ფუნქცია.  თქვენ ყველას დაგირიგდათ და ჩვენ გავხდებით ვალდებული განვიხილოთ ეს დოკუმენტი. საქართველოს აუდიტის სახელმწიფო დასკვნა, სადაც არის ინფორმაცია  საზოგადოებრივ მაუწყებელის არსებული ფინანსური რევიზიის შესახებ.  3 წლის განმავლობაში ჩამოშლილია სისტემა. საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოეცხადოს სამეურვე საბჭოს უნდობლობა სრული შემადგენლობით. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით  ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics