13:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 15:03:12, 1797 ნახვა

სამართალი
სამტრედიაში, მამის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, პ.კ-ს თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან - გ.კ-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.კ.-ს დანა გულმკერდის არეში  დაარტყა. მიღებული ჭრილობის შედეგად  გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა პ.კ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics