|
2018-02-02 15:28:09, 1548 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იზიარებს პოზიციას, რომ ნარკორეალზიატორების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა სწორი არ იქნება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების წესში ცვლილებები ნარკორეალიზატორებსა და ნარკოტიკების შემომტანებს არც ეხებათ. პრეზიდენტი ამ განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ჰუმანურმა პოლიტიკამ ნარკორეალიზატორებს ხელი არ უნდა შეუწყოს. ასევე მან უპასუხა მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადებასაც პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე. გიორგი მარგველაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ შავ პიარს ახორციელებს: „მინდა, ვთქვა ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, ბატონ ზვიადს ჰქონდა შესაძლებლობა, დეტალურად ესაუბრა, რომ ნარკორეალიზატორები მათ შორის არა მხოლოდ რეალიზატორები, არამედ გადმომტანებიც კი არ არიან ამ სიაში მოაზრებულნი. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი. ეს შეფასებები ჯამში ტოვებს გარკვეული დაბნეულობის შთაბეჭდილებას. მე ვხედავ მთელ ტალღებს არა მარტო შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში, ვეღარც ვიხსენებ. ყოველდღე ვხედავთ წარუმატებელ შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად 4 წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტუტუტს და ცდილობდა ამ ინსტიტუტის დემონტაჟს, დღეს ვერ ვხედავ, ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე ჩამოყალიბდა ეტყობა რაღაც ნაწილში პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვაწაარმოოთ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. გაგრძელდება ანალოგიური აბსურდული ტალღები მომავალშიც. მაინცდამაინც სერიოზულად ამ შავ პიარს არ აღვიქვამ და არც მგონია, ეს ვინმეზე მოქმედებდეს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)