11:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 15:48:19, 1894 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. დღესვე დაიწყება პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა, თუმცა პროკურორი მათ ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს. ზვიად ფხაკაძეს  მიაჩნია, რომ მოწმეთა ვინაობის გამჟღავნებამ შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს საქმის მსვლელობაზე.

სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე ის  არასრულწლოვნები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის დღეს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ. საქალაქო სასამართლოში, სხდომათა დარბაზთან  იმყოფება ერთ-ერთი  გარდაცვლილის  მამაც. არ არის გამორიცხული, დასაკითხად დღეს ისიც გამოიძახონ.

ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეზე არ არის სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული. მისივე თქმით, გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა.

 „დარწმუნებული ვარ, სასამართლო ამას აუცილებლად დაინახავს“,-დასძინა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს.

ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.

მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics